Chelidonium-Homaccord NT / ჰელიდონიუმ ჰომაკორდი NT

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი. 
გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვალური გამოყენებისთვის. 
შემადგენლობა: 100გ (105 მლ) ხსნარი შეიცავს: Chelidonium majus D10, Chelidonium majus D30, Chelidonium majus D200 - შესაბამისად 0,6 გ. Atropa Belladonna D10, Atropa Belladonna D30, Atropa Belladonna D200, Atropa Belladonna D1000  შესაბამისად 0,3 გ. Ethanol 35 vol%.

ჩვენება: ქოლანგიტი, ქოლეცისტიტები, ნაღვლის ბუშტის ჭვალი, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ობტურაციული სიყვითლე (შეგუბებითი) და ღვიძლის სხვა დაავადებები (პარენქიმის დაზიანებით). გულის არითმიებისას გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. 
გვერდითი ეფექტი: პრეპარატის კომპონენტებებზე ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია განუვითარდეთ ალერგიული რეაქცია.

დოზირება და მიღების წესი: 10 წვ. 3-ჯერ დღეში სუბლინგვალურად 20-30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ. მწვავე შემთხვევაში ასაკობრივი ერთჯერადი დოზა მიიღება ყოველ 15 წთ-ში ერთხელ - არა უმეტეს 2 სთ-ისა. 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას. 
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი 30 მლ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.
ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში: შ.პ.ს. "ბიომედიკა", 0171 თბილისი, ს. ჩიქოვანის (ყოფ. ხილიანის) ქ. №4.

 

 

21-12-2014, 23:16