Zeel T / ცელ T

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: მალამო.
სარეგისტრაციო მოწმობა: №50გრ. - №რ/ა_000717
შემადგენლობა: 100 გ მალამო შეიცავს: Cartilago suis D2, Funiculus umbilicalis suis D2, Embrio suis D2, Placenta suis (ჰორმონებისგან თავისუფალი) D2 – შესაბამისად 0.001 გ; Rhus toxicodendron D2 – 0.27 გ; Аrnica montana D2 - 0.3 გ; Solanum dulcamara D2 - 0.075 გ; Symphytum officinale D8 - 0.75 გ; Sanguinaria canadensis D2 - 0.225 გ; Sulphur D6 - 0.27 გ; Acidum silicicum colloidale D6 - 1.0 გ; Nadidum D6, Coenzymum A D6, Acidum alpha-liponicum D6, Natrium diethyloxalaceticum D6 – შესაბამისად 0.01 გ. დამატებითი ნივთიერებები: ემულგირებული ცეტოსტეარილის სპირტი (ა ტიპი), ბლანტი პარაფინი, რბილი თეთრი პარაფინი, გასუფთავებული წყალი, 96%-იანი ეთანოლი.
ჩვენება: სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები (ხრტილების და იოგების): ოსტეოქონდროზი, მადეფორმირებელი ოსტეოართროზი, გონართროზი, პოლიართროზი, სპონდილოართროზი, ქონდროპათია, ტენდოპათია. სახსრების ანთებადი დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში: პერიართრიტი, ართრიტი, ბურსიტი, სინოვიტი. მეტაბოლური და აუტოიმუნური ართროპათიები: რევმატოიდული, რევმატიული, პოდაგრული ართრიტი, რეიტერის სინდრომი; ხერხემლის წელისა და კისრის სინდრომი: ლუმბო-საკრალური დაზიანებები და სხვ; ხერხემლის ტრავმისა და მოტეხილობის შემდგომი შედეგები, მ.შ. ნაწიბურები, შეხორცებები; მეტაბოლური ოსტეოპათიები, ქუსლის დეზი.
უკუჩვენება: ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ზოგიერთი შემადგენელი კომპონენტის - ძირითადად რთულყვავილოვანთა ოჯახის მცენარეების მიმართ.
გვერდითი ეფექტი: მალამოს გამოყენებისას იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის ან ადგილობრივი ალერგიული რეაქციები მ.შ. სიწითლე, შეშუპება, ქავილი - ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითება: მალამოს შეზელა კანის დაზიანებულ ზედაპირზე არ არის მიზანშეწონილი.
თერაპიული ეფექტის გასაძლიერებლად რეკომენდებულია პრეპარატის რამდენიმე ფორმის ერთდროული გამოყენება.
დოზირება და მიღების წესი: მტკივნეულ ადგილას (სახსარი, ხერხემალი) მალამოს დატანა და მსუბუქად შეზელა 2-5-ჯერ დღეში ხდება. შესაძლებელია ნახვევის დადება, ფონოფორეზით და ელექტროფორეზით (ანოდზე) შეყვანა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: შეფუთვაში ტუბი - 50 გ ან 100გ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა:
ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.
ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში:
შ.პ.ს. "ბიომედიკა", 0171 თბილისი, ს. ჩიქოვანის (ყოფ. ხილიანის) ქ. №4

 

6-12-2014, 22:30