Viburcol N / ვიბურკოლი N

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა:   სანთლები რექტალური 1.1 გ.
სარეგისტრაციო მოწმობა:  № რ/ა_000893
შემადგენლობა: 1 სანთელი (=1.1 გ) შეიცავს: Chamomilla D1, Belladonna D2, Dulcamara D4, Plantago major D3 - შესაბამისად 1,1 მგ; Pulsatilla D2  – 2,2 მგ; Calcium carbonicum Hahnemanni D8 – 4,4 მგ. ასევე მყარი ცხიმი - ნატურალური წარმოშობის ტრი-, დი- და მონოგლიცერიდების ნარევი.
ჩვენება: ბავშვები: აგზნებული მდგომარეობა ცხელებით ან მის გარეშე; ინტოქსიკაციის სინდრომი (ცხელება, თავის ტკივილი, დისპეფსიური დარღვევები, უძილობა, შფოთვა), კრუნჩხვის მზაობა; მრვი, ზემო სასუნთქი გზების დაავადებები, შინაგანი ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები; კუჭისა და ნაწლავების სპასტიკური მდგომარეობით გამოწვეული ლოკალური ტკივილი (კოლიკა), მეტეორიზმი; ანთებითი პროცესით გამოწვეული ლოკალური ტკივილი (კბილების ამოჭრა, ცისტიტი, ოტიტი, წითელა, ინფექციური პაროტიტი და ა.შ.);
ორსული ქალები: ადრეულ ვადაზე ორსულობის მოშლის საშიშროება; მშობიარობის გაუტკივარება;
ტკივილის სინდრომი - ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესის ფონზე;
შერწყმული და კომბინირებული მძიმე პათოლოგიები, რომელთა დროსაც სასურველია დამზოგავი დეზინტოქსიკაცია და ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა (გერონტოლოგია, ონკოლოგია, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციების მძიმე დარღვევა და სხვ.).
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ - სააფთიაქო გვირილას ან რთულყვავილოვანთა ოჯახის სხვა მცენარეების მიმართ.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციების სახით - გამონაყარი კანზე, ქავილი.
დოზირება და მიღების წესი: სანთელი გამოიყენება რექტალურად, შესაძლებელია მისი ვაგინალური გამოყენებაც. 1 სანთელი რამდენჯერმე (3-5-ჯერ) დღეში რექტალურად - მდგომარეობის შემსუბუქებამდე; შემდეგ - 1 სანთელი 2-3-ჯერ დღეში. 6 თვემდე ჩვილებისთვის მაქსიმუმ 1 სანთელი 2-ჯერ დღეში.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: პოლივინილქლორიდ/პოლიეთილენის 2 ბლისტერი, 12 სანთ. (6 X 2) შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა:
ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.
ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში:
შ.პ.ს. "ბიომედიკა", 0171 თბილისი, ს. ჩიქოვანის (ყოფ. ხილიანის) ქ. №4

 

6-12-2014, 17:09