Lymphomyosot / ლიმფომიოზოტი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: N100ტაბ. სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Myosotis arvensis D3, Veronica officinalis D3, Teucrium scorodonia D3, Pinus silvestris D4, Gentiana lutea D5, Equisetum hiemale D4, Sarsaparilla D6, Scrophularia nodosa D3, Juglans regia D3, Calcium phosphoricum D12, Natrium sulphuricum D4, Fumaria officinalis D4, Levothyroxinum D12, Araneus diadematus D6  - შესაბამისად 15 მგ; Geranium robertianum D4, Nasturtium aquaticum D4, Ferrum jodatum D12 - შესაბამისად 30 მგ; ასევე მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.
ჩვენება: ლიმფადენოპათია, მეზოადენიტი, ქრონიკული ტონზილიტი, ნუშურების ჰიპერტროჰია, მ.შ. ადენოიდები; ტონზილოგენური და ტუბერკულოზური ინტოქსიკაცია; იმუნოდეფიციტური მდგომარეობები; ალერგიული, ექსუდაციური და ლიმფატური დიათეზი, ალერგია; დიაბეტური პოლინეიროპათია (პერინევრალური შეშუპება); ლიმფატიზმი, ლიმფატური შეშუპება (პოსტმასტექტომიის, პოსტოპერაციული, პოსტტრავმული); გულისა და თირკმლისმიერი შეშუპება; კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნები (კომპლექსურ თერაპიაში).
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატში შემავალი კომპონენტების - Levothyroxinum-ისა და Ferrum jodatum-ის გამო, ჰიპერთირეოზისა და თირეოტოქსიკოზის დროს შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის აქტივობის მომატება. ამიტომ, ამ დაავადებებისას პრეპარატის მიღება მკურნალი ექიმის მეთვალყურეობით ხდება.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია პრეპარატზე - გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებისა და 6 წ-ზე მეტი მოზარდებისთვის - 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში სუბლინგვალურად, სრულ გაწოვამდე - 20-30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე
შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 100 ტაბლეტი შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა:
ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.
ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში:
შ.პ.ს. "ბიომედიკა", 0171 თბილისი, ს. ჩიქოვანის (ყოფ. ხილიანის) ქ. №4

 

6-12-2014, 16:33