Traumeel S - ტრაუმელი - უნივერსალური ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ბიომარეგულირებელი პრეპარატი

 


ჩვენება ტრაუმელის მალამოსთვის: წვავე ტრავმა, ამოვარდნილობა, დაჟეჟილობა, მყესების დაჭიმულობა, ძვლების მოტეხილობა, სისხლჩაქცევა და სითხიანი გამონაჟონი სახსარში, ტრავმის და ოპერაციის შემდგომი შეშუპება, მიოზიტი, რბილი ქსოვილების რევმატიზმი, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, ეპიკონდილიტი, სახსრების ართრიტი, პნევმონია, პარო-დონტიტი, პაროდონტოზი, ღრძილების დაჩირქება, მასტიტი, კარბუნკული, ფურუნკული, ტროფიკული წყლული, ეგზემა, ნეიროდერმიტი, გამონაყარი, დამწვრობა, მოყინვა.

ჩვენება ტრაუმელის ტაბლეტებისთვის: სხვადასხვა სახის დაზიანება, ამოვარდნილობა, დაჭიმულობა, ჰემატომა, სისხლჩაქცევა (მ.შ. სახსარშიც), ძვლების მოტეხილობა, ქალა-ტვინის მწვავე ტრავმა და მისი შედეგები, ტრავმის და ოპერაციის შემდგომი შეშუპება; საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (პერიართრიტი, ტენდოვაგინიტი, სტილოიდიტი, ბურსიტი, რევმატიოდული ართრიტი, მიოზიტი); ტკივილის სინდრომი სახსრების ართროზის, ოსტეოქონდროზის, შინაგანი ორგანოებისა და მცირე მენჯის ღრუს დაავადაბებისას; სასუნთქი ტრაქტის ანთებითი პროცესები (ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვების არასპეციფიური ქრონიკული დაავადებები); მშობიარობის შემდგომი, აბორტის შემდგომი (ადნექსიტი, ენდომეტრიტი) და სხვა ოპერაციის შემდგომი ინფექციების გართულებების პროფილაქტიკა; პოსტინსულტური ავადმყოფებისა და ქალა-ტვინის ტრავმის შედეგების რეაბილიტაცია; მწვავე და ქრონიკული ოტიტი, ცხვირის დანამატი ღრუების ანთება; ჩირქოვანი ანთებითი პროცესები: მასტიტი, ფურუნკული, კარბუნკული, საოფლე ჯირკვლის აბსცესი, დაჩირქებული ფისტულა, წვივის წყლული; გინგივიტი, პაროდონტიტი; თვალის ტრავმა, თვალის ანთებითი და დეგენერაციული პროცესები; ეგზემა, ნეიროდერმიტი, გამონაყარი. 
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების ან დამატებითი ნივთიერებების მიმართ.
გვერდითი ეფექტი: მალამოს გამოყენებისას იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის ან ადგილობრივი ალერგიული რეაქციები მ.შ. სიწითლე, შეშუპება, ქავილი - ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
დოზირება და მიღების წესი:

მალამო

საჭირო ადგილას მალამოს დატანა და მსუბუქად შეზელა ხდება 2-3-ჯერ დღეში, მწვავე შემთხვევაში - 5-6-ჯერ დღეში; შესაძლებელია ნახვევის დადება, ფონოფორეზით და ელექტროფორეზით (ანოდზე) შეყვანა, საშოში ტამპონის სახით გამოყენება - 1-2-ჯერ დღეში. 

ტაბლეტები

მოზრდილებისა და 12 წ-ზე მეტი მოზარდებისთვის - 1 ტაბ; 1-დან 3 წ-მდე - 1/4 ტაბ; 3-დან 6 წ-მდე - 1/2 ტაბ; 6-დან 12 წ-მდე - 3/4 ტაბ. მიღება - 3-ჯერ დღეში სუბლინგვალურად, სრულ გაწოვამდე - 20-30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ. მწვავე შემთხვევაში ასაკობრივი ერთჯერადი დოზა მიიღება ყოველ 15 წთ-ში - 2 სთ-ის განმავლობაში. 


სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას. 
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. (მალამო) 5 წელი (ტაბლეტი)
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: მალამო 50გრ., ტაბლეტი N50, ამპულა N5,10,100  
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.
ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში: შ.პ.ს. "ბიომედიკა",0186 თბილისი, ა.პოლიტკოვსკაიას 38 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემადგენლობა: Arnica montana D3  - 1.5 გრ; Calendula officinalis f, Hamamelis virginiana f  - შესაბამისად 0.45 გ; Chamomilla recutita f, Echinacea angustifolia f, Echinacea purpurea f - შესაბამისად 0.15 გ; Symphytum officinale D4, Bellis perennis f - შესაბამისად 0.1 გ; Achillea millefolium f, Hypericum perforatum D6  - შესაბამისად 0.09 გ; Atropa belladonna D1, Aconitum napellus D1 - შესაბამისად 0.05 გ; Mercurius solubilis Hahnemanni D6  - 0.04 გ; Hepar sulfuris D6  - 0.025 გ; დამატებითი ნივთიერებები: ემულგირებული ცეტოსტეარილის სპირტი (ა ტიპი), ბლანტი პარაფინი, რბილი თეთრი პარაფინი, გასუფთავებული წყალი, 96%-იანი ეთანოლი. 

 

29-05-2019, 14:40