უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით თბილისში სამედიცინო სიმპოზიუმი გაიმართა

გერმანული ფარმაცევტული კომპანია Heel-ისა და მისი ოფიციალური წარმომადგენლის საქართველოში „ბიომედიკას“ ორგანიზებით 13 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტ თბილისში“ საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული სიმპოზიუმი გაიმართა.

ღონისძიების მთავარ თემა იყო: „ბიორეგულაციური მიდგომა თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში: შესაძლებლობები და პერსპექტივები“.

სიმპოზიუმზე საქართველოში მოქმედმა 300-მდე მედიცინის სფეროს წარმომადგენელმა ექვსი გამომსვლელის მოხსენება მოისმინა, რომელთა შორის იყო, საქართველოში პირველად მოწვეული, ბონის საუნივერსიტეტოს კლინიკის პროფესორი ულრიკე კაიმი. მან დამსწრეთა ყურადღება მედიცინის თანამედროვე სიახლეებზე საუბრით, კერძოდ, ბიორეგულაციური მედიცინის მიდგომებსა და მის შესაძლებლობებზე თერაპიულ პრაქტიკაში, მიიქცია და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ქართველ, უკრაინელ და სომეხ კოლეგებს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები.

სიმპოზიუმი გერმანული ფარმაცევტული კომპანია Heel-ის ოფიციალური წარმომომადგენლის საქართველოში „ბიომედიკას“ ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება და საქართველოში სამედიცინო სფეროში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მოვლენას წარმოადგენს.

 

 

 

15-04-2019, 18:23