თბილისში უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით სამედიცინო სიმპოზიუმი გაიმართება

13 აპრილს, 10:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით სამედიცინო სიმპოზიუმი გაიმართება.

სიმპოზიუმზე საუბარი შეეხება მედიცინაში თანამედროვე სიახლეებს და მას წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული დარგის წამყვანი სპეციალისტები, ასევე საუბარი იქნება ბიორეგულაციური მედიცინის მიდგომების და მისი შესაძლებლობების შეხსახებ თერაპიულ პრაქტიკაში.

სიმპოზიუმი არის მასშტაბური ღონისძიება, სადაც მონაწილეობას უცხოელ სპეციალისტებთან ერთად მიიღებს საქართველოში მოქმედი სამასამდე სხვადასხვა სპეციალისტი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

სიმპოზიუმი საქართველოში ფარმაცევტული კომპოანია, „ბიომედიკას“ ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება.

ღონისძიებას ასევე დასწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცლიაური დაცვის სამინისტროს წარმომდგენლები და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვევა ბონის საუნივერსიტეტო კლინიის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ულრიკე კაიმი, რომელიც ქართველ კოლეგებს მის გამოცდილებას გაუზიარებს.

სიმპოზიუმზე დასასწრებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ სარეგისტრაციოდ, რადგან დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მოსაწვევით.

 

ტელ: 0322 2 15 91 15

 

 

12-04-2019, 12:58