საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული სიმპოზიუმი - 2019

თბილისში 13 აპრილს გერმანული ფარმაცევტული კომპანია “Heel”-ისა და მისი ოფიციალური წარმომადგენლის „ბიომედიკას“ ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული სიმპოზიუმი გაიმართება. სიმპოზიუმის მომხსენებლები იქნებიან ქართველი და მოწვეული საერთაშორისოდ აღიარებული პროფესორები, ხოლო ღონისძიებას დაესწრება 300-მდე ექიმი და სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტი.

 

სამეცნიერო-პრაქტიკული სიმპოზიუმის თემა იქნება: „ბიორეგულაციური მიდგომა თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში: შესაძლებლობები და პერსპექტივები“.

სიმპოზიუმს უმასპინძლებს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტ თბილისი“.

 

კომპანია “Heel” და მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „ბიომედიკა“ რეგულარულად ატარებს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს.

„ჰეელის“ მიერ ორგანიზებული სამეცნიერო სიმპოზიუმები წარმოადგენს საქართველოში სამედიცინო სფეროში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მოვლენას.

იხილეთ სრული პროგრამა.

 

 

8-04-2019, 18:36