ბათუმში საერთაშორისო სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება გერმანული საქართველოში კომპანია Heel-ის  ოფიციალური წარმომადგენლის ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დაესწრო.

 

მინისტრმა ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ- „მსგავსი საგანმანათლებლო კონფერენციები მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონის ექიმების პროფესიული განათლების დონის ამაღლებისთვის, რაც თავისმხრივ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებას უწყობს ხელს“.

 

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც დასავლეთ საქართველოდან 200-ზე მეტი ექიმი დაესწრო,  მოხსენებები საერთაშორისოდ ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა ექიმებმა წაიკითხეს. მოწვეულ მომხესებელთა შორის იყვნენ, უკრაინის წამყვანი კლინიკების ექიმები. მათ შორის პროფესორი ელენა ივანოვა, ასევე პროფესორი ნადეჟდა ზაიცევა და ალექსანდრე მარტინჩუკი.

 

ქართველმა პროფესორმა თამარ მეგრელიშვილმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „ბიორეგულაციური პრეპარატების მნიშვნელობა გასტროენტეროლოგიური სისტემის დაავადებების მართვაში“.

 

კლინიკა „ციტო“-ს წარმომადგენელმა ექიმმა ნატალია ზოიძემ კი ბიორეგულაციური მედიცინის ადგილზე სინუსიტებისა და ლორ ორგანოების ზოგიერთი დაავადების მკურნალობისას და გართულებების პრევენციის შესახებ ისაუბრა დამსწრე საზოგადოების წინაშე.    

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ჩატარებულმა  საერთაშორისო სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა, რაზეც სტუმრების სიმრავლე და ღონისძიების ფარგლებში მათი აქტიურობა მეტყველებს.   

 

16-10-2018, 18:26