30 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სემინარი გაიმართება

გაცნობებთ, რომ 2018 წლის 30 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კომპანია Heel-ისა და მისი საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობის, კომპანია "ბიომედიკა"-ს ეგიდით გაიმართება სამეცნიერო სამედიცინო სემინარი. სემინარზე განიხილება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების ბიომარეგულირებელი მედიცინის საშუალებებით მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები. სემინარზე მოხსენებას წაიკითხავს მ.მ.დ. ნაძეჟდა ზაიცევა. ღონისძიებას კი დაესწრება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მოღვაწე 100-დე დარგის წამყვანი ექიმი-სპაციალისტი.

 

27-06-2018, 12:27