Traumeel S / ტრაუმელ S

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: მალამო.
სარეგისტრაციო მოწმობა: 100 გრ. - №რ/ა_000765  50გრ. - №რ/ა_000714
შემადგენლობა: 100 გრ. მალამო შეიცავს: Arnica montana D3  - 1.5 გრ; Calendula officinalis f, Hamamelis virginiana f  - შესაბამისად 0.45 გ; Chamomilla recutita f, Echinacea angustifolia f, Echinacea purpurea f - შესაბამისად 0.15 გ; Symphytum officinale D4, Bellis perennis f - შესაბამისად 0.1 გ; Achillea millefolium f, Hypericum perforatum D6  - შესაბამისად 0.09 გ; Atropa belladonna D1, Aconitum napellus D1 - შესაბამისად 0.05 გ; Mercurius solubilis Hahnemanni D6  - 0.04 გ; Hepar sulfuris D6  - 0.025 გ; დამატებითი ნივთიერებები: ემულგირებული ცეტოსტეარილის სპირტი (ა ტიპი), ბლანტი პარაფინი, რბილი თეთრი პარაფინი, გასუფთავებული წყალი, 96%-იანი ეთანოლი.
ჩვენება: წვავე ტრავმა, ამოვარდნილობა, დაჟეჟილობა, მყესების დაჭიმულობა, ძვლების მოტეხილობა, სისხლჩაქცევა და სითხიანი გამონაჟონი სახსარში, ტრავმის და ოპერაციის შემდგომი შეშუპება, მიოზიტი, რბილი ქსოვილების რევმატიზმი, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, ეპიკონდილიტი, სახსრების ართრიტი, პნევმონია, პარო-დონტიტი, პაროდონტოზი, ღრძილების დაჩირქება, მასტიტი, კარბუნკული, ფურუნკული, ტროფიკული წყლული, ეგზემა, ნეიროდერმიტი, გამონაყარი, დამწვრობა, მოყინვა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების ან დამატებითი ნივთიერებების მიმართ.
გვერდითი ეფექტი: მალამოს გამოყენებისას იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის ან ადგილობრივი ალერგიული რეაქციები მ.შ. სიწითლე, შეშუპება, ქავილი - ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
დოზირება და მიღების წესი: საჭირო ადგილას მალამოს დატანა და მსუბუქად შეზელა ხდება 2-3-ჯერ დღეში, მწვავე შემთხვევაში - 5-6-ჯერ დღეში; შესაძლებელია ნახვევის დადება, ფონოფორეზით და ელექტროფორეზით (ანოდზე) შეყვანა, საშოში ტამპონის სახით გამოყენება - 1-2-ჯერ დღეში.
განსაკუთრებული მითითება: არ უნდა დავუშვათ მალამოს გამოყენება სხეულის დიდ მონაკვეთზე.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: შეფუთვაში ტუბი - 50გრ. ან 100გრ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.
ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში: შ.პ.ს. "ბიომედიკა", 0171 თბილისი, ს. ჩიქოვანის (ყოფ. ხილიანის) ქ. №4

 

6-12-2014, 13:07