ჰეელის პრეპარატების და ბიორეგულაციური მედიცინის როლი მსოფლიო კონგრესებზე დღითი დღე მეტ აქტუალობას იძენს

2017 მაისში ბერლინში ჩატრადა ინტეგრაციული მედიცინის მსოფლიო კონგრესი, სადაც წარმოდგენილი იყო საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების მართვის ტექნიკები.

ხოლო  2017 წელს მადრიდში გაიმართა  კონგრესი რევმატიზმის ევროპის ლიგის ეგიდით, სადაც ტიმ მაკკეფრის მიერ იყო განხილული თემა ტრაუმელის გენომური მოქმედება.

კონგრესზე დაფიქსირდა, რომ  წელის ტკივილი ისევ წარმოადგენს  21 საუკუნის გამოწვევას,  თუმცა თანხმობა ოპტიმალური თერაპიის შესახებ ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.  მრავალი კონვენციური მკურნალობის შედეგების ანალიზი ეფუძნება კომპიუტერულ ტომოგრაფიის და მაგნიტურ-რეზონანუსლი გამოკვლევების ანალიზებს, თუმცა ტესტების ცრუ დადებითი და ცრუ უარყოფითი შედეგები ხსნის  იმ ნაკლებად ეფექტურ შედეგებს რაც დგება  ქირურგიული ან კორტიზონის ინექციების შედეგად.  მიმდინარე მიდგომა წელის ტკივილის მიმართ ეფუძნება ინტრავერტებრალურ დისკებზე ფოკუსირებას.

მეორეს მხრივ დოქტორ კერსჩოტმა წარმოადგინა დებულება, რომლის მიხედვითაც  წელის ტკივილში მნიშვნელოვანია  კუნთების და მყესების დაზიანება, რომელიც არ ჩანს რენდგენოლოგიურად კარგად და ნაკლებად არის შესწავლილი მაგნიტურ რეზონანსული კვლევითაც.   ხოლო დიაგნოზი რეალურად დამოკიდებულია კუნთების პალპაციური გასინჯვით.  ტკივილის ადგილები გვაძლევს ინფორმაციას შემდგომში ლოკალური ინექციების შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული ლოკალური ინექციები აქტიურად გამოიყენება ბიორეგულაციურ მედიცინაში და გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით.

ამავდროულად დოქტორ კერსჩოკმა შემოგვბთავაზა  მკურნალობის გადააზრება ვიპლეშთან (კისრის ტრავმასთან ასოცირებული დაზიანება) დაკავშირებით.  ბუნებრივი მულტიტარგეტული პრეპარატები შესაძლოა წარმოადგენდეს ოპტიმალურ არჩევანს კისრის ტკივილთან მიმართებაში.  ამავდროულად კორტიზონის ინექციების მაგივრად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უფრო მაღალი უსაფრთსხოების პროფილის მქონე პრეპარატები. ლოკალური ინექციებისთვის. 

ჰეელმა მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ კონგრესებზე სადაც წარდგენილ იქნა კვლევა „მოცარტ“ის შედეგები და აღნიშნული კვლევითი პროგრამის ანალიზი და სამედიცინო პროცედურები:  მხრის სახსარში ინექციის მოდელი, მუხლის სახსარში ინექციის მოდელი და ინტერაქციული თაჩ-სქრინ ქვიზი.  

ჰეელმა  ბარსელონას კონგრესზე წარადგინა კვლევა სადაც ტრაუმელი შედარებული იყო დიკლოფენაკის ჯგუფის არასტეროიდებთან, მათი გავლენა ჭრილობის რეგენერაციაზე.

კვლევაში იყო ნაჩვენები ტრაუმელის და დიკლოფენაკის გავლენა ტრანსკრიპსომებზე კანის ჭრილობების დროს თაგვებში. 

ამ პრეპარატების გავლენა ჭრილობის შეხორცებით პროცესებზე იყო მკვეთრად განსხვავებული. ტრაუმელი უკეთებდა მოდულირებას იმ პროცესებს და იმ გზას, რომელიც აუცილებელია და ვითარდება ჭრილობის შეხორცებისას მათ შორის:  უჯრედების დიფერენციაცია, ჭრილობის კონტრაქცია და უჯრედების მობილურობა.

მაშინ როცა დიკლოფენაკმა გენების ექსპრესია შეცვალა ორი კუთხით:   დნმ-ის ქრომატინის რეგულაცია და რიბოსომული აქტივობა შეცვალა, საბოლოო გამოსავალი და გავლენა კი  პროსტაგლანდინების და რეგენერაციის ფაქტორებს ეხებოდა. 

 

 

1-02-2018, 19:05