Engystol / ენგისტოლი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი 1.1 მლ. ამპულაში.
სარეგისტრაციო მოწმობა: N100ამპ. - №რ/ა - 000894
შემადგენლობა: 1.1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: : Vincetoxicum hirundinaria D6, Vincetoxicum hirundinaria D10, Vincetoxicum hirundinaria D30 - შესაბამისად 6.6 მკლ, Sulphur D4, Sulphur D10  - შესაბამისად 3.3 მკლ. ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
ჩვენება: ორგანიზმის არასპეციფიკური დაცვითი მექანიზმის გააქტივება, ვირუსული, ბაქტერიული და პროტოზოული ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს: მრვი, გრიპი, ბავშვთა ინფექციური დაავადებები; ჰერპესი, ცმვ (მ.შ. ორსულების), სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და სხვა. ვირუსული ჰეპატიტი (მწვავე და ქრონიკული); სასუნთქი გზების დაავადებები (ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქული ასთმა); გულის ინფექციური ხასიათის დაავადებები (ენდო-, მიო-, პერიკარდიტი და სხვ.); ცნს-ის ვირუსული ეტიოლოგიის დაავადებები; კანის დაავადებები (ნეიროდერმიტი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ეკზემა, ფურუნკულოზი და სხვ.); ნებისმიერი სახის ალერგია მ.შ. თავის ცხელება, შაკიკი, ნევრალგია.
უკუჩვენება: არ არის დადგენილი.
გვერდითი ეფექტი: ძალიან იშვიათად შესაძლებელია კანზე გამონაყარის ან ქავილის გამომჟღავნება.
დოზირება და მიღების წესი: ერთჯერადი დოზა მოზრდილებისა და 6 წ-ზე მეტი მოზარდებისათვის - 1 ამპ. (1.1 მლ) 1-3-ჯერ კვირაში კუნთში, კანქვეშ, კანში, ვენაში, სეგმენტურად (ბიოპუნქტურული მეთოდით), აკუპუნქტურულ წერტილებში (ჰომეოსინიატრია). მწვავე შემთხვევაში - ყოველდღე. პარენტერალური მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება შესაძლებელია "დასალევი ამპულების" სახით.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: 5, 10, 50 ან 100 ამპულა შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი ფირმა:
ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.
ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში:
შ.პ.ს. "ბიომედიკა", 0171 თბილისი, ს. ჩიქოვანის (ყოფ. ხილიანის) ქ. №4

 

6-12-2014, 12:27