სახსრების პრობლემები და მისი ეფექტური მკურნალობა

ოსტეოარათრიტის დაავადება, რომლის დროსაც  სახსრების ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციული ცვლილებებით მიმდინარეობს.

ოსტეოართრიტი განსაკუთრებით ხშირია : მუხლის,  ბენჯ-ბარძაყის,  ხელების და ხერხემლის სახსრებში.

ოსტეოართრიტი  35 წლის ასაკიდან ზევით პოპულაციის  მინიმუმ  10 % ში გვხვდება, ასაკის მატებასთან ერთად კი  ოსტეოართრიტის განვითარების რისკი მკვეთრად მატულობს.

ოსტეოართრიტის მიზეზები:

  • დაბერების ნორმალური პროცესი
  • მემკვიდრული ფაქტორები
    • > ართროზის გამოვლინების ასაკის განსაზღვრა

რისკ-ფაქტორი

  • ჭარბი წონა - სიმსუქნე
  • ქრონიკული სტრესი: მძიმე ფიზიკური აქტივობა, სპორტი
  • პოსტრავმული: ხრტილის დაზიანება
  • შრატში ვიტამინი D3 და K დაბალი დონე
  • სახსრების ანთება:
    • რევმატული პათოლოგიები: პოდაგრა, რევმატიული ართრიტი,…

ართროზის პროგრესირებასთან ერთად ხდება ხრტილის თანდათანობით დაკარგვა

  • ხრტილის დაკარგვის ხარისხი განისაზღვრება რადიოგრაფიულად
  • კელგრენის სკალა (Kellgren Scale) – რადიოგრაფიულ მონაცემებზე დაფუძნებული სკალა
    • პირველი ხარისხი - არ აღინიშნება ართროზის ნიშნები
    • მეორე ხარისხი - ოსტეოფიტების არსებობა ხრტილის სავარაუდო დაკარგვით
    • მესამე ხარისხი - ხრტილის მკაფიო დაკარგვა
    • მეოთხე ხარისხი - ძვლის დეფორმაცია და ხრტილის განლევა

ჯანსაღი ხრტილი                                   ხრტილის მძიმე დესტრუქცია (IV ხარისხი)

 

  • სახსრის უმოძრაობა განსაკუთრებით დილით.
  • ტკივილი სახსრის მიდამოში მოძრაობისას.
  • ტკივილის არარსებობა ან ხანმოკლე ეპიზოდები ღამით და მოსვენებისას, გარდა ანთებითი ცვლილებების არსებობის შემთხვევაში.
  • შესაძლოა აღინიშნოს მოძრაობის შეზღუდვა.
  • შეშუპება (მაგ. მუხლის წყალმანკი)
  • პოზიციის ცვლილება, კვანძები (ჰებერდენისა და ბუშარდის კვანძები).

 ხრტილს არ გააჩნია სისხლძარღვები და ნერვული დაბოლოებები.

  • ხრტილის უჯრედების უმეტესობა ჩვეულებრივ პერიქონდრალური სისხლძარღვებისაგან მოშორებით მდებარეობს, და ამგვარად საკვები ნივთიერებების და მეტაბოლიტების დიფუზია ხორციელდება კონცენტრაციის გრადიენტის გასწვრივ მატრიქსის გავლით პერიქონდრალურ კაპილარულ ქსელსა და ქონდროციტებს შორის.
  • სინოვიალური სითხე გადამწყვეტ როლს თამაშობს სახსრის ჰომეოსტაზში.
  • ეს შეზღუდვა გამოიხატება იმით, რომ ცოცხალი ხრტილოვანი ქსოვილი რამდენიმე მილიმეტრი სისქისაა.

ხრტილის უჯრედები განლაგებულია მკვებავი სისხლძარღვებისაგან მოშორებით, ვერ ხდება მათი გადარჩენა  და მათი გარემომცველი მატრიქსი განიცდის კალციფიცირებას

ოსტეოართრიტი აზიანებს მთლიან სახსარს

ოსტეოართრიტის დაავადების განვითარება:

  1. სინოვიალური სითხე ხდება წებოვანი, მცირდება მისი გაპოხვის, აბსორბციისა და ფილტრაციის უნარი.
  2. HA (ჰიალურონის მჟავა), რომელიც ფარავს სახსრის ზედაპირს, იშლება, იწვევს  ხრტილისა და სინოვიის მექანიკურ და ანთებითი დაზიანებას.
  3. იწყება სინოვიაში ანთებითი პროცესი და იზრდება ანთების მოლეკულებისადმი განვლადობა.
  4. თანდათანობით ირღვევა სახსრის ხრტილის სტრუქტურა

პათოფიზიოლოგია

  • გარეგანი ფაქტორების (ზეწოლა, დაზიანება) ზემოქმედების შედეგად ქონდროციტების მიერ ხდება პროტეაზების, ხოლო სინოვიოციტების მიერ IL1, IL6 და TNF α სეკრეცია.
  • IL1 გააჩნია კატაბოლური ეფექტი ქონდროციტებზე, ხდება მეტალოპროტეაზების სეკრეცია და აქტივაცია, შედეგად კი ვითარდება ხრტილის დესტრუქცია.
  • მეტალოპროტეაზების სუპრესია - ინჰიბიტორები და ქონდროციტების ანტი-ანაბოლური ეფექტები.
  • კოლაგენისა და სინთეზის ინჰიბირება.
  • TNF ანთების ხელშემწყობი ძლიერი ციტოკინია
  • TNF პროდუცირდება ძირითადად მაკროფაგებისა და მონოციტების მიერ
  • TNF დიდწილად განაპირობებს ანთებასა და დესტრუქციულ ცვლილებებს, რაც ვითარდება რევმატოიდული ართრიტის დროს

მკურნალობის სტრატეგია.

  • ლოკალური პრობლემის ლოკალური მკურნალობა
  • მკურნალობა გვერდითი ეფექტების გარეშე
  • ფიზიოლოგიური და ბიომექანიკური მიდგომა
  • გამომწვევი მიზეზის სრულყოფილი და ხანგრძლივი მკურნალობა.

უმკურნალეთ დაავადების მიზეზს და არა სიმპტომებს.

 

ცელი T 

 ზემოქმედებას ახდენს ანთებითი ქსელის კომპონენტებზე და ოსტეოართრიტით დაზიანებული სახსრის მიკროგარემოზე.

  • ხსნის ანთების შედეგად გამოწვეულ ტკივილს.
  • ამცირებს სახსრის პათოლოგიურ რემოდელირებას, რომელიც თავის მხრივ ქრონიკული ანთების შედეგია.
  • აუმჯობესებს მიკროვასკულარულ გარემოს.
  • იცავს და ხელს უწყობს ხრტილის ნორმალური სტრუქტურის აღდგენას.
  • მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა პრეპარატებთან კომბინაციაშიც.
  • არ გააჩნია გვერდითი ეფექტები

ცელ T - გამოიყენება:

სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები (ხრტილების და იოგების): ოსტეოქონდროზი, მადეფორმირებელი ოსტეოართროზი, გონართროზი, პოლიართროზი, სპონდილოართროზი, ქონდროპათია, ტენდოპათია; სახსრების ანთებადი დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში: პერიართრიტი, ართრიტი, ბურსიტი, სინოვიტი; მეტაბოლური და აუტოიმუნური ართროპათიები: რევმატოიდული, რევმატიული, პოდაგრული ართრიტი, რეიტერის სინდრომი; ხერხემლის წელისა და კისრის სინდრომი: ლუმბო-საკრალური დაზიანებები და სხვ; ხერხემლის ტრავმისა და მოტეხილობის შემდგომი შედეგები, მ.შ. ნაწიბურები, შეხორცებები; მეტაბოლური ოსტეოპათიები, ქუსლის დეზი.

 

26-01-2018, 16:23