ბიორეგულაციური მედიცინა ცხელების დროს, როცა ბავშვს სიცხე აქვს.

ბიორეგულაციური სამკურნალო საშუალებები ეფექტურად გამოიყენება ბავშვებში. ბავშვთა ინფექციების სამკურნალოდ არჩევის პრეპარატს წარმოადგენს გერმანული წარმოების რექტალური სანთლები ვიბურკოლი, რომელიც კარგადაა ცნობილი, როგორც საზღვარგარეთ, ისე ჩვენი ექიმებისათვის. მცენარეული და მინერალური კომპონენტების წყალობით, ვიბურკოლი მსუბუქად, თუმცა ეფექტურად აქვეითებს ტემპერატურას. გვირილა ახდენს ტკივილგამაყუჩებელ და სპაზმოლიზურ ეფექტს, სხვა ინგრედიენტებთან ერთად ასევე ამშვიდებს ბავშვს. შემთხვევითი არაა, რომ ვიბურკოლი ასევე რეკომენდებულია ბავშვებისათვის, კბილების ამოჭრის პერიოდში, როდესაც ტკივილი და სპაზმები პატარას მოსვენებას არ აძლევს, ტირილითა და ყვირილით იკლებს გარშემომყოფებს. პრეპარატი ვიბურკოლი გამოიშვება რექტალური სანთლების სახით. მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებისა და სარძევე კბილების ამოჭრის თანმხლები მტკივნეული სიმპტომების დროს, ბავშვებში 6 თვემდე შეყავთ 1 სანთელი 2-ჯერ დღეში; 6 თვის ზევით ტემპერატურის მატებისას >37.50С  – 1 სანთელი 4-ჯერ დღეში; ტემპერატურა >380С – დოზა შეიძლება დღეში 6 მიღებამდე გაიზარდოს. ტემპერატურის ნორმალიზაციისას 1 სანთელი 1-2-ჯერ დღეში კიდევ 3-4 დღე.

ნატურალური გერმანული პრეპარატები გრიპ-ჰელი და ენგისტოლი მოქმედებს გრიპის, ჰერპესვირუსის, ადენოვირუსის წინააღმდეგ, ეხმარებიან იმუნურ სისტემას ინფექციებთან ბრძოლაში. ამასთან მატი ერთობლივი გამოყენებისას იმუნური სისტემის მასტიმულირებელი ეფექტი 40%-ით იზრდება. ეს პრეპარატები შესაძლოა მივაკუთვნოთ არასპეციფიური იმუნიტეტის სტიმულატორების კატეგორიას და უნდა გამოიყენებოდეს ინფექციის მკურნალობის იმუნომასტიმულირებელი ციკლის შესაბამისად. მკურნალობისათვის საკმარისი დოზაა თითოეული პრეპარატის 1 ტაბლეტი (შესაძლოა ერთად მიღება) 3-ჯერ დღეში კვებამდე ნახევარი საათით ადრე. ამ სამკურნალწამლო საშუალებების გამოყენება საიმედო მეთოდია გაციების ან გრიპის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. ხოლო სურდოს დროს (იმუნური სისტემის რეაქცია ვირუსულ ინფექციაზე საპასუხოდ) რეკომენდებულია მკურნალობაში ჩაერთოს ეუფორბიუმ კომპოზიტუმის სპრეი, რომელიც არა მხოლოდ ხსნის რინიტს, არამედ მოქმედებს ვირუსების წინააღმდეგ.

 

24-11-2017, 18:43