2017 წლის 18 ნოემბერს თბილისში ჩატარდა “საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი“

2017 წლის 18 ნოემბერს, ქალაქ თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი გერმანული კომპანია „ჰეელ“-ის ოფიციალური წარმომადგენლის, შპს „ბიომედიკას“ ორგანიზებით, უკვე რიგით მეცხრედ, წარმატებით ჩატარდა და საერთაშორისო დონეზე აღიარებულმა ქართველმა და უცხოელმა პროფესორებმა 300-დე დამსწრე ექიმს გააცნეს ბიორეგულაციური თერაპიის შესაძლებლობები ზოგადთერაპიულ პრაქტიკაში.

 

მოხსენებებთან ერთად, სიმპოზიუმი მოიცავდა პრაქტიკულ მეცადინეობას ,,ბიობუნქტურული“ მეთოდით ახალი ინტეგრაციული მიდგომების თაობაზე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მკურნალობაში.

 

სიმპოზიუმს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ს საკონფერენციო დარბაზმა უმასპინძლა.

 







 

20-11-2017, 16:08