Euphorbium compositum Nasentrophen SN / ეუფორბიუმ კომპ.-ნაზენტროფენ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ცხვირის წვეთები.
სარეგისტრაციო მოწმობა: №20მლ. - №რ/ა_000749
შემადგენლობა: 100 გ. ხსნარი შეიცავს: Euphorbium D4, Pulsatilla pratensis D2, Luffa operculata D2, Hydrargyrum bijodatum D8, Mucosa nasalis suis D8, Hepar sulphuris D10, Argentum nitricum D10, Sinusitis-Nosode D13  - შესაბამისად 1 გ. ფიზიოლოგიური ხსნარი, 0.01% ბენზალკონიუმ ქლორიდთან ერთად.
ჩვენება: სხვადასხვა ეტიოლოგიის (ვირუსული, ბაქტერიული, ალერგიული) და სახეობის (მშრალი, ჰიპერპლაზიური, ატროფიული) რინიტი; მწვავე და ქრონიკული სინუსიტები და ჰაიმორიტი; გაზაფხულის სურდოს დროს ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესება; დამხმარე საშუალება ოზენას კომპლექსურ მკურნალობაში.
უკუჩვენება: ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მომატებული მგრძნობელობის მიმართ; ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება, წვის შეგრძნება და ჰიპერსეკრეცია. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
დოზირება და მიღების წესი: ერთჯერადი დოზა მოზრდილებისა და 6 წ-ზე მეტი მოზარდებისთვის - 1-2 შესხურება ორივე ნესტოში 3-ჯერ დღეში, მწვავე მდგომარეობისას - 5-ჯერ დღეში, მოზარდებისთვის 2-დან 6 წ-მდე - 1 შესხურება 3-4-ჯერ დღეში.
განსაკუთრებული მითითება: მოზარდებში გამოიყენება 2 წ-დან; ხანგრძლივი გამოყენებისას არ ხდება მიჩვევის განვითარება და თერაპიული ეფექტის შემცირება; არ შეიცავს სისხლძარღვთა შემავიწროებელ და ანტიჰისტამიურ კომპონენტებს, ჰორმონებს და ანტიბიოტიკებს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: 20 მლ-იანი შესასხურებლიანი მინის ფლაკონი შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა:
ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.
ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში:
შ.პ.ს. "ბიომედიკა", 0186 ქ. თბილისი; ა პოლიტკოვსკაიას 38

 

6-12-2014, 00:42