როგორ ვუმკურნალოთ ეფექტურად ცხვირის დახშობას და მასთან ასოცირებულ პრობლემებს

ცხვირის ღრუ ანესტიანებს და ათბობს იმ ჰაერს რასაც ვსუნთქავთ, ასევე მოქმედებს როგორც ფილტრი და ბაქტერიების და ვირუსების შემაკავებელი ერთ-ერთი მთავარი ბარიერი - ამიტომ  ცხვირის ღრუს ანთება,  გაღიზიანება საკმაოდ ხშირია და შემაწუხებელი პრობლემაა ადამიანებისთვის.  პარანაზალური სინუსები კი წარმოადგენს ღრუ სივრცეებს ცხვირის ღრუს მიმდებარედ  (ფრონტალური, მაქსილარული, ეთმოიდური და სფენოიდური)  რომელბიც უზრუნველყოფენ სახის ძვლების თბილი და ტენიანი ჰაერის ცირკულაციით მათ გათბობას.  ასევე მონაწილეობას ღებულობენ ხმის რეზონირების პროცესში.  ცხვირის ღრუს ანთებების დროს ზოგჯერ ინფექცია ვრცელდება  ცხვირის ღრუდან სინუსებშიც რაც  სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს  მრავალი ადამიანისთვის. ამ მდგომარეობას სინუსიტი ჰქვია.

ცხვირის და ცხვირის ღურების ანთებით დაავადებებს მოიხსენიებენ შემდეგი დასახელებებით:

რინიტი: ჰეტეროგენული ჯგუფი დაავადებების რომელიც ასოცირებულია ცხვირის ლორწოვანის ანთებასთან.

სინუსიტი - პარანაზალური სინუსების  ანთება.

რინოსინუსიტი -  ცხვირის და პარანაზალური სინუსების ანთება,  როცა სინუსიტიც და რინიტიც ერთდროულად გვხვდება.

 რინიტის სიმპტომებია: ცხვირის დახშორბა, შეგუბების შეგრძნება, ცხვირში ქავილის შეგრძნება, რინორეა(ჩამონადენი ცხვირიდან), შეიძლება გამოხატული იყოს ხშირი ცემინებითაც (თუმცა არა ყოველთვის).

სინუსიტის სიმპტომებია: ცხვირის დახშობა და ჩამონადენი ცხვირიდან, სახის ტკივილი, ზეწოლის ან სისავსის შეგრძნება იმ ადგილებში სადაც   პარანაზალური სინუსები მდებარეობს.  ყნოსივის შეგრძნების დაქვეითება/გაქრობა.

როდესაც სინუსიტია უპირატესად გამოხაულია რინიტის სიმტპომებიც ამიტომ ამ ორ მდგომარეობას ერთად რინოსინუსიტის სახელისთ მოიხსენიებენ.

რინოსინუსიტის კლასიკური (ხშირი) ნიშნებია

  • შეგუბება ცხვირში (ცხვირის დახშორბა)
  • ჩამონადენი ცხვირიდან.
  • ტკივილის შეგრძნება სახეზე, ზეწოლის შეგრძნება იმ ადგილების საპროექციო არეში სადაც მდებარეობენ პარანაზალური სინუსები.

სინუსიტი და რინოსინუსიტი აწუხებს ევროპის პოპულაციის დაახლოებით  7-27 % ანუ საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა.

რინოსინუსიტს აქვს სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები:

            ალერგენები

  • მცენარეების მტვერი
  • სახლის მტვრის ტკიპები
  • სოკო
  • ცხოველების ბეწვი

მიკრობები და ინფექციური აგენტები

  • ვირუსები
  • ბაქტერიები
  • სოკოები

სხვა აგენტები

  • გამღიზიანებლები მაგ. ცივი ჰაერი
  • ვარჯიში
  • ცხარე საკვები
  • ჰორმონები
  • ანთებით იმუნოლოგიური დარღვევები

მწვავე რინოსინუსიტის ყველაზე ხშირ მიზეზს მაინც ვირუსული  და ბაქტერიული ინფექციები წარმოადგენს, ხოლო ქრონიკულის მიზეზი ხშირად ხდება ცხვირის ღრუს ლორწოვანის განმეორებითი დაზიანება და ანთებით პროცესები.

ვირუსულ გამომწვევ აგენტებში გამოყოფენ:  რინოვირუსებს, ინფლუენზა ვირუსებს, პარაინფლუენზა ვირუსებს ადენოვირუსებს, ხოლო ბაქტერიებიდან გამოყოფენ პნევმონიის გამომყოფ სტრეპტოკოკს, ჰემოფილუს ინფლუენსას, მორაქსელა კატარალის და ოქროსფერი სტაფილოკოკი.

მკურნალობას წარმოადგენს :

ალერგიული რინოსინუზიტის  - ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდები, ინტრალნაზალური ანტიჰისტამინურები, კრომოლინი, ინტრანაზალური პრატრომიუმ ბრომიდი,.

ვირუსული გენეზის -  ქსილომეტაზოლინი, ოქსიმეტაზოლინი.

სისტემური ემპირიული მკურნალობა ანტიბიოტიკებით: ამოქსაცილინ-კლავულანატი.

მიუხედავად იმისა რომ დეკონგენსანტებს (ცხვირის წვეთები) ძალიან აქტიურად იყენებენ რინოსინუსიტის სიმპტომების მოხსნის მიზნით (ცხვირში გახსნის შეგრძნება, ჩამონადენის შემცირება ცხვირიდან)  თუმცა დეკონგენსანტებს აქვთ მრავალი უარყოფითი მხარე და გვერდით ეფექტი რომელიც იძლევა გრძელვადიანად  მდგომარეობის გაუარესებას, ესენია:

  • ლორწოვანის შეშუპება (პრეპარატის მოქმედების გასვლის შემდეგ
  • არ არის მათი გამოყენების ეფექტურობის მტკიცებულებები პატარა ბავშვებში.
  • არასწორი გამოყენება/მიჩვევა.

ამ მიზეზების გამო  ტოპიკური დეკონგენსანტების გამოყენება ხანგრძლივი დროით არ არის რეკომენდირებული (3 დღეზე მეტი დრო)

ეუფორბიუმი წარმოადგენს გამორჩეულ პრეპარატს რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია, რინიტების და რინოსინუსიტების დროს და მნიშვნელოვანია იმით რომ ის ფეფექტურია ნებისმიერი მიზეზით წარმოშობილი რინიტის დროს (ვირუსული, ბაქტერიული, ალერგიული), ჰიპერპლასტიური რინიტის დროს, ატროფიული რინიტის დროს,  თივის ცხელების დროს და მწვავე ან ქრონიკული სინუსიტის დროს.

ეუფორბიუმი გამოდის  3 ფორმით (გალენური ფორმები)

  • ნაზალური სპრეი (ცხვირის სპრეი)
  • ორალური წვეთები
  • ინექციები

ეუფორბიუმს გააჩნია  მულტიკომპონენტური შემადგენლობა რითიც განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს რინოსინუსიტის როგორც მიზეზებზე ასევე მარტივად ხსნის მათ სიმპტომურ გამოვლინებას.

მისაღებადაც საკმაოდ მარტივია განსაკუთრებით ნაზალური სპრეი 1-2 შესხურება  3-5 ჯერ დღის განმავლობაში.

კლინიკური კვლევებით მტკიცდება რომ ეუფორბიუმი მოქმედებს რინოსინუსიტის დროს მრავალ სამიზნეზე ანუ დაავადების სხვადასხვა კომპონენტებზე, ამცირებს ანთებას, თრგუნავს ვირუსების აქტივობას,  იცავს ლორწოვანის ეპითელიალურ უჯრედებს (რომლებიც სუნთქვის პროცესში/გამტარი/ბარიერული სისტემა მონაწილეობენ, 

შედეგად აღდგება დაზიანებული ეპითელიარული უჯრედები და განაგრძობენ ნორმალურ ფუნქციონირებას, უბრუნდებიან იმ სტატუსს რაც იყო ინფექციამდე.

ეუფორბიუმს დამატებით გააჩნია ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტები.

ეუფორბიუმი ამჟღავნებს ანტივირუსულ  მოქმედებას , მისი მოქმედება განსაკუთრებით გამოხატულია რესპირატორი სინციტიალური ვირუსის და ადამიანის ჰერპეს ვირუსის წინააღმდეგ.

ეუფორბიუმი ამჟღავნებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებასაც რაც თავის მხრივ ხსნის ცხვირის ღრუში უსიამოვნო შეგრძნებას, შეგუბებას, ცხვირის დახშობას და ამცირებს ჩამონადენს ცხვირიდან.

 

 

 

 

 

 

 

5-10-2017, 12:54