Vertigoheel / ვერტიგოჰელი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
სარეგისტრაციო მოწმობა: 100ტაბ. - №რ/ა_000767
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Anamirta cocculus D4 210 mg, Conium maculatum D3, Ambra grisea D6, Petroleum rectificatum D8 -  შესაბამისად 30 მგ. ასევე მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.
ჩვენება: სხვადასხვა გენეზის თავბრუსხვევა: სისხლძარღვოვანი (ცერებრალური ათეროსკლეროზის შედეგი), ტრავმული (ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი), ნევროგენული (ხერხემლის კისრის მიდამოს ოსტეოქონდროზი; ვესტიბულური ღეროვანი ბირთვების დისფუნქცია); მეტაბოლური და ტოქსიკური (ალკოჰოლის, თამბაქოს ან ყავის დიდი ოდენობით გამოყენება, ინფექციური დაავადებები, მედიკამენტების დოზის გადამეტება). რყევის სინდრომი; მენიერის დაავადება; ვესტიბულარული შაკიკი; ყურებში ხმაური.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი ეფექტი: პიროვნებას, რომელსაც შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა აქვს, შეიძლება განუვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატს არ გააჩნია სედატიური ეფექტი (უსაფრთხოა ავტომობილის მართვისას). პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებისა და 6 წ-ზე მეტი მოზარდებისთვის - 1 ტაბ; 1-დან 3 წ-მდე - 1/4 ტაბ; 3-დან 6 წ-მდე - 1/2 ტაბ. - 3-ჯერ დღეში სუბლინგვალურად, სრულ გაწოვამდე - 20-30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ. მწვავე შემთხვევაში (თავბრუსხვევის შეტევა) ასაკობრივი ერთჯერადი დოზა მიიღება ყოველ 15 წთ-ში - მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, მაგრამ არა უმეტეს 2 სთ-ისა. შემდეგ გადავდივართ ჩვეულებრივ დოზირებაზე. მკურნალობის კურსი 2-4 კვირა. აუცილებლობისას 1-2 კვირის შემდეგ შეიძლება ჩატარდეს მკურნალობის განმეორებითი კურსი.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50 ტაბლეტი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა:
ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.
ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში:
შ.პ.ს. "ბიომედიკა", 0171 თბილისი, ს. ჩიქოვანის (ყოფ. ხილიანის) ქ. №4

 

6-12-2014, 00:30