Angin-Heel SD / ანგინ-ჰეელი SD

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი. 

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
სარეგისტრაციო მოწმობა: 50ტაბ. - №რ/ა-000877
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Hydrargyrum bicyanatum D8, Phytolacca americana D4, Apis mellifica D4, Arnica Montana D4  - შესაბამისად 30 მგ; Hepar sulphuris D6, Solanum dulcamara D4, Atropa belladonna D4 - შესაბამისად 60 მგ; ასევე მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.
ჩვენება: ანგინა, ტონზილოგენური ინტოქსიკაცია, ქრონიკული ტონზილიტის გამწვავება, ტონზილარული საცობები; მეორადი (ტონზილოგენური) კარდიომიოპათია, ანგინის გადატანის შემდგომი გართულებები; ქრონიკული ტონზილიტის გამწვავების პროფილაქტიკა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ - ასტრას (რთულყავილოვანთა) ოჯახის მცენარეების მიმართ.
გვერდითი ეფექტი: ალერგიული რეაქციები ან ჰიპერსალივაცია შეიძლება გამოვლინდეს ჰომეოპათიური პრეპარატის Hydrargyrum bicyanatum-ის (ვერცხლისწყალი) ხარჯზე. ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროა ექიმის კონსულტაცია. ერთეულ შემთხვევაში ასტრას (რთულყავილოვანთა) ოჯახის მცენარეების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლოა გამიუვლინდეთ ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყრის, ან ქავილის სახით.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებისა და 6 წ-ზე მეტი მოზარდებისთვის - 1 ტაბ; 1-დან 3 წ-მდე - 1/2 ტაბ; 3-დან 6 წ-მდე - 3/4 ტაბ. - 3-ჯერ დღეში სუბლინგვალურად, სრულ გაწოვამდე - 20-30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ. მწვავე შემთხვევაში (ანგინის დროს) ასაკობრივი ერთჯერადი დოზა მიიღება ყოველ 15 წთ-ში - პირველი 2 სთ-ის განმავლობაში. შემდეგ გადავდივართ ჩვეულებრივ დოზირებაზე. აქტიური მკურნალობის კურსი 1-3 დღე.
განსაკუთრებული მითითება: მწვავე მდგომარეობისას რაც მალე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო სწრაფად დგება სამკურნალო ეფექტი და ხანმოკლეა თერაპია. კლინიკური სურათის სრული ნორმალიზების შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის მიღება კიდევ 3-5 დღის განმავლობაში, ორგანიზმის სრული დეზინტოქსიკაციის მიზნით.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50 ტაბლეტი შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა:
ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.
ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში:
შ.პ.ს. ,,ბიომედიკა,, 0171 თბილისი, ს. ჩიქოვანის (ყოფ. ხილიანის) ქ. №4

 

 

23-11-2014, 21:35