Engystol / ენგისტოლი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
სარეგისტრაციო მოწმობა: N50ტაბ. - №რ/ა_000882
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Vincetoxicum hirundinaria D6, Vincetoxicum hirundinaria D10, Vincetoxicum hirundinaria D30 - შესაბამისად 75 მგ, Sulphur D4, Sulphur D10 - შესაბამისად 37.5 მგ. ასევე მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.
ჩვენება: ორგანიზმის არასპეციფიკური დაცვითი მექანიზმის გააქტივება, ვირუსული, ბაქტერიული და პროტოზოული ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს: მრვი, გრიპი, ბავშვთა ინფექციური დაავადებები; ჰერპესი, ცმვ (მ.შ. ორსულების), სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და სხვ.; ვირუსული ჰეპატიტი (მწვავე და ქრონიკული); სასუნთქი გზების დაავადებები (ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქული ასთმა); გულის ინფექციური ხასიათის დაავადებები (ენდო-, მიო-, პერიკარდიტი და სხვ.); ცნს-ის ვირუსული ეტიოლოგიის დაავადებები; კანის დაავადებები (ნეიროდერმიტი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ეკზემა, ფურუნკულოზი და სხვ.); ნებისმიერი სახის ალერგია მ.შ. თავის ცხელება; შაკიკი; ნევრალგია.
უკუჩვენება: იშვიათად შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში, ინდივიდუალური აუტანლობისას, შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია პრეპარატზე, ანგიონევროზული შეშუპების, ჰიპერემიის, კანზე გამონაყარის ან ქავილის სახით. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებისა და 12 წ-ზე მეტი მოზარდებისთვის - 1 ტაბ; დაბადებიდან 1 წ-მდე - 1/4 ტაბ; 1-დან 3 წ-მდე - 1/2 ტაბ; 3-დან 6 წ-მდე - 3/4 ტაბ. - 2-3-ჯერ დღეში სუბლინგვალურად, სრულ გაწოვამდე - 20-30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ. მწვავე შემთხვევაში ასაკობრივი ერთჯერადი დოზა მიიღება ყოველ 15 წთ-ში - პირველი 2 სთ-ის განმავლობაში. შემდეგ გადავდივართ ჩვეულებრივ დოზირებაზე.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან და-ცულ ადგილას, 150-250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50 ტაბლეტი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა:
ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.
ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში:
შ.პ.ს. ,,ბიომედიკა,, 0171 თბილისი, ს. ჩიქოვანის (ყოფ. ხილიანის) ქ. №4

 

14-11-2014, 00:34