Neurexan / ნეურექსანი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ბიომარეგულირებელი პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: 50 ტაბ. სუბლინგვალური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი  შეიცავს Passiflora incarnata D2, Avensa sativa D2, Coffea arabica D12, Zincum isovalerianicum D4 - შესაბამისად 0,6 მგ;  ასევე lactose-Monohydrat და Magnesium stearat.
ჩვენება:  სტრესი, შფოთვა, ნევროზი, ძილის დარღვევა (უძილობა). 

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა  პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი ეფექტი: პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობისას შესაძლოა ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.

დოზირება და მიღების წესი: ჩვეულებრივ - 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით. მწვავე მდგომარეობისას - 1 ტაბლეტი ყოველ 15-30 წუთში, არა უმეტეს 2 საათისა.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.

შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50 ტაბ. შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.

ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში: შ.პ.ს. „ბიომედიკა“, 0186, პოლიტკოვსკაიას 38; თბილისი, საქართველო. 

 

პრეპარატის შეძენა შეგიძლიათ შემდეგ ქსელურ აფთიაქებში:  "ფარმადეპო"; "ჯიპისი", "ავერსი". 

ასევე პრეპარატის შეძენა შესაძლებელია "ბიომედფარმის" (ჰეელის) აფთიაქში, რომელიც მდებარეობს  ვაჟა-ფშაველას 22გ.(სამედიცინო უნივერსიტეტის პირდაპირ)

 

23-12-2014, 13:35