Valerianaheel / ვალერიანაჰელი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვალური გამოყენებისთვის. 
შემადგენლობა: 100გ (105 მლ) ხსნარი შეიცავს: Valeriana Q - 65 g. Lupulus Q, Crataegus Q, Hypericum D1 - შესაბამისად 5გ, Melissa Q-3g, Chamomilla Q, Avena Sativa Q - შესაბამისად 2გ, Acidum Picrinicum D5-10g, Kalium bromatum D1, Ammonium bromatum D1, Natrium bromatum D1 - შესაბამისად 1გ.

ჩვენება: დამამშვიდებელი საშუალება მოუსვენრობის, შფოთვის, ნეევრასთენიული მდგომარეობისას.

უკუჩვენება: არ გააჩნია.

გვერდითი ეფექტი: არ გააჩნია.

განსაკუთრებული მითითებები: მოქმედებს დამამშვიდებლად, არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უსაფრთხოებაზე. ინიშნება როგორც ბრომის შემცვლელი (3:1000) მცენარეული დამამშვიდებელი საშუალება, შიშის, მოუსვენარი მდგომარეობის, ტკივილისა და ბავშვებში კბილის ამოჭრის დროს, სხვადასხვაგვარი უძილობისას, კლიმაქტერიული ნევროზებისას უძილობის თანხლებით (Cralonin და Klimaktheel-თან ერთად).

პრეპარატი ნაჩვენებია აგრეთვე, უძილობით მიმდინარე ცხელების და მწვავე ინფექციური დაავადებებისას (Gripp-Heel, Bryaconeel, Traumeep S-თან ერთად). 

პრეპარატის მიღებისას, არ აღინიშნება მძიმე ნარკოტიკული,ან ტოქსიკური გვერდითი ეფექტები. იგი დამამშვიდებლად მოქმედებს.

პრეპარატის მოქმედება შეიძლება გაძლიერებულ იქნეს სხვა ნაჩვენები ბიოლოგიური პრეპარატებით, მაგ: Nux Vomica-Homaccord, Hepeel - ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შედეგად გამოწვეული უძილობისას (მჟავების მომატებული გამოყოფისას ღამის 2-დან 6 საათამდე, შემდგომი დაღლილობით დილით - გამოღვიძების შემდეგ).

დოზირება და მიღების წესი: ჩვეულებრივ,15 წვ. 3-ჯერ დღეში. საღამოს, ძლიერი აგზნების ან უძილობის შემთხვევაში - 25 წვ. ჩვილებში 2 წლამდე - 3წვ. 3-ჯერ დღეში. 2-6 წლამდე 5 წვ. 6-12 წლამდე 10 წვ.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები: დაიცავით გადახურებისაგან, შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ტუბი, ფლაკონი დაიხუროს გამოყენებისთანავე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

 

23-12-2014, 11:29