ბოლო სიახლეები

ლექცია ქალაქ ზესტაფონში - ბიორეგულაციური მედიცინის ეფექტურობა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიების დროს

 

2018 წლის  13 თებერვალს, ქალაქ ზესტაფონში,  გერმანული ფარმაცევტული კომპანია Heel -ის ორგანიზებით, გაიმართა სამედიცინო პრაქტიკული ლექცია თემაზე: “ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე და ქრონიკული დეგენერაციული დაავადებები“

სემინარის მომხსენებელი იყო მანანა ჩახნაშვილი

ლექციას დაესწრო  25 - მდე წამყვანი ექიმი. 

ლექცია - საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის პათოლოგეიები და მკურნალობა

 

2018 წლის  7თებერვალს, ქალაქ სენაკში,  გერმანული ფარმაცევტული კომპანია Heel -ის ორგანიზებით, გაიმართა სამედიცინო პრაქტიკული ლექცია თემაზე: “ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე და ქრონიკული დეგენერაციული დაავადებები“

სემინარის მომხსენებელი იყო მანანა ჩახნაშვილი

ლექციას დაესწრო  30 - მდე წამყვანი ექიმი.  

ხერხემლის პათოლოგიების დროს დისკუს კომპოზიტუმის გამოყენება

დისკუს კომპოზიტუმი წარმოადგენს  მულტიკომპონენტურ ბიომარეგულირებელ პრეპარატს რომელიც ეფექტურია: 

  • ოსტეოქონდროზის, სპონდილოზის, სახსრების სხვა დაავადებების და ხერხემლის სვეტის სხვა პათოლოგიების დროს, ხერხემლის ოსტეოქონდროზი.
  • მალთაშორისი დისკების თიაქარი
  • ვერტებროგენული ტკივილის სინდრომი
  • ზურგის ტვინის ნერვების დაზიანებებით გამოწვეული სინდრომები
  • ასაკობრივი ცვლილებებით გამოწვეული ხერხემლის აპარატის ცვლილებების შედეგად მიღებული დააავადებები
  • ტრავმის შემდგომი მდგომარებობი, ან ხელხემლის ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა
  • ხერხემლის მიდამოების რევმატული პროცესები

 

სპონდილოზი და მისი მკურნალობა

სპონდილოზი აერთიანებს დაავადებებს, რომლის დროსაც ხდება ხერხემლის სვეტის ნებისმიერი მიზეზით დეგენერაცია, თუმცა ტერმინს უპირატესად იყენებენ  ხერხემლის სვეტის ოსტეოართრიტის აღნიშვნისთვის.  

ხერხემლის სვეტის ასაკობრივი დაზიანება წარმოადგენს სპონდილოზის ყველაზე ხშირ მიზეზს, დეგენერაციულ ცვლილბებს განიცდიან უპირატესად ხერხემლის მალის სხეულები, მძიმე დაზიანება იწვევს  კომპრესიას ზურგის ტვინზე ან ნერვულ ფესვებზე შედეგად ვითარდება სენსორული და მოტორული დისბალანსი. ტკივილი, პარესთეზია, კუნთების და კიდურების სისუსტე.

როდესაც მალებს შორის სივრცე ვიწროვდება,  კომპრესია ხდება ზურგის ტვინზე, შედეგად ვითარდება  რადიკულოპათია (სენსორული და მოტორული დარღვევები მაგ.  კისრის, მხრის, ზურგის, ფეხის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს კუნთოვანი სისუსტე) საბოლოოდ კი მიელოპათიები ვითარდება.  

პრეპარატები